ანგარიში მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა დემოკრატიული საქართველო - გიგაური სახდეპის ანგარიშზე
"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა. გიგაურის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ევროპული კურსი არ აქვს და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება.
რაც არ უნდა მოიფიქროს "ქართულმა ოცნებამ", რაც არ უნდა თქვას, რომ ეს არ არის სანდო ანგარიში ის არის სანდო ანგარიში, პირდაპირ ამბობენ, რომ არც სასამართლოს რეფორმას აპირებენ ისინი, არც ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიებას და არც კიდევ სხვა რამეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" უბრალოდ არ უნდა დემოკრატიული საქართველო, არ უნდა ის საქართველო, რომელიც გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. სხვა ახსნა ამას არ აქვს", - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ კრიტკული დასკვნა გამოაქვეყნა.85 გვერდიან ანგარიშში მოხვდა ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები,სასამართლო კლანი, არჩევნების დროს განხორცელებული ზეწოლა და 5 ივლისის ძალადობა.