გინდათ დაწყდნენ ქართველი ბიჭები და მერე თქვათ რუსებმა მოგვიკლესო - პუტინის მხარდამჭერი მღვდელი "ტვ პირველს"
ოზურგეთის ეკლესიის მღვდელი ვახტანგ თოხაძე უკრაინის საწინააღმდეგო და პუტინის მხარდამჭერ განცხადებებს განაგრძობს. სასულიერო პირი, რომელსაც მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა, "ტვ პირველის" ჟურნალისტს სიტყვიერად ესხმის თავს. მამა ვახტანგი მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცების დახოცვის გამო რუსების დადანაშაულება არასწორია.
"დააკვირდი შენ ცხოვრებას, რაფერ გლახად წავიდეს", - ოზურგეთის ეკლესიის მღვდელი "ტვ პირველის" ჟურნალისტს მიმართავს.
შენ გინდა რომ დაიწყოს უკრაინაში ომი, დაწყდნენ ქართველი ბიჭები მერე დაიკავებ სურათს ხელში და იტყვი რუსებმა მოგვიკლესო", - ამბობს ვახტანგ თოხაძე.
სასულიერო პირი ამბობს, რომ მას არავითარი პრეტენზია არ აქვს, რომ მღვდელმსახურება შეუჩერდა.