სასამართლოდან წასვლა პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება - უზენაესიდან წასული მოსამართლე

12.04.21 13:09
სასამართლოდან წასვლა პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება - უზენაესიდან წასული მოსამართლე

მოსამართლე, მაია სვიანაძე, რომელმაც უზენაესი სასამართლო დატოვა და აშშ-ში საცხოვრებლად წავიდა, განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, სასამართლო სისტემიდან წასვლა პოლიტიკურ ზეწოლას ან კონკრეტულ საქმეს არ უკავშირდება. 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა.

რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლათ გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება," - წერს მაია სვიანაძე საკუთარ Facebook გვერდზე. 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ  უვადოდ დანიშულმა მოსამართლემ მაია სვიანაძემ შვებულება აიღო და აშშ-ში გაემგზავრა.შტატეტბში კი მან ახალი სამსახური დაიწყო და მოსამართლის პოზიცია დატოვა.