ვის წაიყვანს პაპუაშვილი უკრაინაში ოპოზიციიდან - კონსულტაციები პარლამენტში
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში კონსულტაციები მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი და "ქართული ოცნება" დახურულ კარსს მიღმა მსჯელობენ. შეხვედრაზე იმყოფებიან ხატია დეკანოიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი,ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე და დავით უსუფაშვილი.
"პირველების" ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ლელოს" დელეგაციის შემადგენლობაში არ შეიყვანს,ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი და ვახტანგ მეგრელიშვილი კი პაპუაშვილთან ერთად უკრაინაში გაემგზავრებიან. დელეგაციის შემადგენლობა სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
პაპუაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოდან დელეგაცია დიდი არ იქნება.
არ არის ხოლმე დიდი დელეგაცია, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.არ არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რომ ყველა იყოს წარმოდგენილი, მთავარია პარლამენტი. ჩვენ ბევრ რამეში ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და ბევრ რამეზე შევთანხმდით", - თქვა პაპუაშვილმა.
"ნაციონალურ მოძრაობას" მმართველი პარტიისგან უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.
ნებისმიერ შემთხვევაში მე ვისურვებდი, მათ სორის როგორც ძალიან დიდი გულშემატკივარი უკრაინის, რომ შიდადაპირისპირებაზე მაღლა დავაყენოთ უკრაინის და საქართველოს ინტერესები", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილსა და რუსლან სტეფანჩუკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სტეფანჩუკი წერს, რომ პაპუაშვილმა უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის გამართვა დაადასტურა.