კობახიძე თავს იგიჟიანებს - ჯაფარიძე ,,ოცნების" ბრალდებებზე

13.04.22 17:51
კობახიძე თავს იგიჟიანებს - ჯაფარიძე ,,ოცნების" ბრალდებებზე

,,ლელოს" ლიდერი ,,ოცნების" ბრალდებებს პასუხობს. ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ იმის ნაცვლად, ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარის დროულ და სწორ შევსებაზე იფიქრონ, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია შეთქმულებების თეორიოებით.

კობახიძე ჩვეულებრივ იგიჟიანებს თავს იმისათვის, რომ მოძებნოს რამე ახალი მიზეზი, რათა ის კითხვარი, რომელიც მივიღეთ ევროპისგან, ან არ იქნეს შევსებული, ან დროულად არ იქნას შევსებული, ან ცუდად იქნას შევსებული. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ამ მიზნის ირგვლივ კონცეტრირებული. 

და რას ვიღებთ პასუხად ,,ქართული ოცნებისგან"? - სრულიად ახალ ინსუნაციას, თუ ჰალუცინაციას. რა დავარქვა, არ ვიცი, რაღაც გადატრიალების მოწყობასთან დაკავშირებით ბაკურიანში შეკრებაზე - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის თქმით ოოთხ-ექვსს აპრილს ოპოზიციის ლიდერებს, რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას საიდუმლო შეხვედრა ბაკურიანში ჰქონდათ.

"მათი მიზანია, ომის პარალელურად ვითარების დაძაბვა საქართველოში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა" - თქვა დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები