პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად გაგვისწორდა, შოთა ჭიპაშვილია - აქტივისტები
აქტივისტების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა, შოთა ჭიპაშვილია.
მათივე ინფორმაციით, ჭიპაშვილივე მართავს "ქართული ოცნების" არაოფიციალურ გვერდს - "ლიდერი 41".
სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე წუთის განმავლობაში სთხოვდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე რეაგირება მოეხდინათ თუმცა უშედეგოდ.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, აფხაზეთის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს.
აქტივისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთ დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.