კვოტებითა და პლაკატის ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ - თალაკვაძე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე
ახლა არ არის პოლიტიკური ვაჭრობის დროს, როცა საქმე უკრაინისთვის სამძიმრის გამოცხადებას ეხება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი ჩავა, რაც შეეხება ოპოზიციას, მათი პოზიცია ბოლომდე გახდებაც ნობილი .
კვოტებით, რაოდენობებით, პლაკატების ფერებით ჩვენ ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხზე, რაც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ძალიან ღირსეული პოზია გამოხატა და დღესაც ეს პოზიცია ძალაში რჩება- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მას შემდეგ, რაც ,,ოცნებამ" უკრაინაში წამსვლელთა სიაში მხოლოდ 3 ოპოზიციური პარტია ჩასვა, ოპონენტებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უკრაინის დელეგაციაში ყოფნა არ ისურვეს და მმართველი პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა - ,,ოცნებამ" ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნა.
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრება.