,,ოცნება" ოპოზიციას ევროკავშირის კითხვარის შევსების უფლებას არ აძლევს
,,ქართული ოცნება" ოპოზიციას ევროკავშირის კითხვარის შევსებაში მონაწილეობაზე უარს ეუბნება. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის მომზადებითაა დაკავებული და ეს არის სწორედ საბაბი, რომ ოპონენტები პროცესიდან გაითიშონ და კითხვარის შევსებაში მონაწილეობა ვერ მიიღონ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, აცხადებს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ კითხვარს სახელმწიფო უწყებები ოპოზიციის დახმარებებისა და რჩევების გარეშე შეავსებენ.
ეს შეხვედრა ბაკურიანში იყო სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების შეხვედრა, ისინი ვერანაირ გადატრიალებას, რევოლუციას ვერ მოახდენენ, რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ და რაზეც არ უნდა იმსჯელონ, რა ტრენერიც არ უნდა ჩამოიყვანონ და რა ტირანიაზეც არ უნდა ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს.
ორ კვირაში 370 კითხვაზე გვაქვს ინფორმაცია მოსამზადებელი, და როცა აქ მსხდომი დესტრუქციულ-მარგინალური ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოდით, ერთად დავსხდეთ და დავწეროთ პასუხებიო- ალბათ გესმით, ეს ან ბოროტი ხუმრობაა, ან ძალიან ცინიკური განცხადება - თქვა თალაკვაძემ.