საკუთარ სახლში პარტიის ბანერის ჩამოხსნის გამო ,,ალტ ინფომ" ილია თაყაიშვილს უჩივლა
ხმაური ოზურგეთში - ილია თაყაიშვილი, რომელმაც საკუთარ სახლში ,,კონსერვატიული მოძრაობის" ბანერი ჩამოხსნა, ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით. რადგან მის სახლში მოხდა ფაქტი, ბანერის დაზიანება, ამ საკითხზე იკითხება" - აცხადებენ პოლიციაში.
,,პირველებმა" ინფორმაციით, თაყაიშვილს ალტინფოს წარმომადგენლებმა ბანერის დაზიანების გამო უჩივლეს. ამის პარალელურად, სამოქალქო აქტივისტები ,,ალტ ინფოს" ოფისთან არიან შეკრებილები, სადაც მსვლელობით მივიდნენ. ისინი პრორუსული ორგანიზაციის გაუქმებას ითხოვენ.