საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება - ბორტზე ენმ არ იქნება

15.04.22 13:34
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება - ბორტზე ენმ არ იქნება

დიდი შეკრება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში - საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გასამგავრებლად ემზადება. შალვა პაპუაშვილი და ოპოზიური პარტიის წარმომადგენლები დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს გადიან.

საპარლამენტო დელეგაცია ომში მყოფ ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება, თუმცა ბორტზე არ  "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წარმომადგენელი არ იქნება.  ოპოზიცურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების უკრაინაშ ვიზიტი ფარისევლურია, რადგან "ქართული ოცნება" ომში დაღუპულ ქართველ გმირებს არ გლოვობს.

სახელისუფლებო გუნდში ფაქტს ყურადსაღებად არ თვლიან. არჩილ თალაკვაძის თქმით, ერთი დეპუტატით მეტი წავა უკრაინაში თუ ნაკლები, არავის აინტერესებს.

დღეს ნაკლებად აინტერესებს ვინმეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუ რომელიმე სხვა ფრაქციიდან 1 ადამიანით  მეტია თუ ნაკლებია ამ დელეგაციაში. ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპარლამენტო ვიზიტი, როდესაც მთელი დღე ოფიციალურ შეხვედრებს დაეთმობა და ა.შ. ,მაგრამ ყველა ის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება, სადაც ჩვენ გადავცემთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს სამძიმარს და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ, - განაცხადა თალაკვაძემ. 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე დელეგაციის წევრები გამგზავრების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, უცნობია გამგზავრების დროც და მარშრუტიც. 

უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო. პარლამენტის თავმდჯომარის გარდა ომში მყოფ ქვეყანაში დღეს კიდევ 9 მაღალჩინოსანი გაემგზავრება. 

მსგავსი სიახლეები