ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება - საგარეო საქმეთა მინისტრი
ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად, როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ რაც შეიძლება მალე აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, - თქვა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება ამ დრომდე აღნშნულ კითხვარს არ ასაჯაროვებდა და ოპოზიციას მისი შევსებაში მონაწილეობაზე უარს ეუბნებოდა. ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროვებას ოპოზიცია და მესამე სექტორი ითხოვდა.