,,ენმ" უკრაინაში მძიმე პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა - გია ვოლსკი

15.04.22 15:29
,,ენმ" უკრაინაში მძიმე პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა - გია ვოლსკი

ხელისუფლება მთავარ ოპოზიციურ პარტიას უკრაინაში დელეგაციის ვიზიტის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რომ ,,ენმ" უკრაინაში მძიმე პროვოკაციას გეგმავდა, თუმცა სცენარი უპერსპექტივოა, რადგან უკრაინულ სპეცსამსახურებს ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ხელისუფლება არც ვინაობას ასახელებს, არც იმას განმარტავს, რა იგეგმებოდა კიევში.

ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმის მიზნით არიან მობილიზებულები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურმა და უკვე გაუზიარეს უკრაინელ კოლეგებს.

დარწმუნებული ვარ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზიტი ჩატარდეს და მიაღწიოს იმ მიზანს, რაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ.  ეს ის ძალებია, რაც შემოკრებილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო. - განაცხადა ვოლსკიმ.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისიუფლების ბრალდება ,,სასაცილოდ და არასერიოზულად" მიაჩნიათ. 

მსგავსი სიახლეები