ხელისუფლებას შეუძლია, მშვიდად იყოს, პროვოკაციას არავინ გეგმავს- პეტრე ცისკარიშვილი

15.04.22 15:44
 ხელისუფლებას შეუძლია, მშვიდად იყოს, პროვოკაციას არავინ გეგმავს- პეტრე ცისკარიშვილი

მშვიდად იყვნენ, არავინ არაფერს გეგმავს- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მიმართავს და გარანტიას აძლევს, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უსაფრთხო იქნება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი, აცხადებს, რომ პროვოკაცია გამორიცხულია.

პროვოკაციებზე საუბარი სასაცილოა. მშვიდად იყვნენ, არავინ არაფერს გეგმავს. კიევიდან რუსული ჯარებიც გასულია, მათი მოკავშირეების, ასე რომ მათი უსაფრთხოება დაცულია უკრაინის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. 

მათ არაფერი ემუქრებათ, მით უმეტეს, ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია. რა პროვოკაციაზე შეიძლება ეს მართლა პროვოკატორები ლაპარაკობდნენ? - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, დღეს ,,ენმ" უკრაინის ვიზიტის ჩაშლის მცდოლობასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა. 

,,ენმ" გარკვეული პროვოკაციის დაგეგმის მიზნით არის მობილიზებული და უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ჩაშლას ცდილობს- განაცხადა დღეს ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები