ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ ვირეშმაკობას ვერ გააგრძელებდა - გიორგი ვაშაძე ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროვებაზე
რატომ არ ასაჯაროვებდა ევროკავშირის კითხვარს ხელისუფლება? - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკავშირს წერილი გაუგზავნა, რომ კითხვარს სხვა პარტიებიც გაცნობოდნენ. საბოლოოოდ, ,,ოცნება" იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ იტყუებოდნენ, რომ ეს საიდუმლო იყო, ვიღაცას ჩაახედებდნენ, ვიღაცას არა. სწორედ ამიტომ ჩვენ საპარლამენტო მექანიზმი გამოვიყენეთ და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მივმართეთ ევროკავშირს.
ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ ვირეშმაკობას ვერ გააგრძელებდა და გაასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც წარმოუდგენელია, რატომ უნდა იყოს საიდუმლო.- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, გუშინ თქვა, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ კითხვარს სახელმწიფო უწყებები ოპოზიციის დახმარებებისა და რჩევების გარეშე შეავსებენ.