პოლიციის შენობიდან გადმოგდებული ბიჭი - მდგომარეობა კრიტიკულია
საჩხერის პოლიციის შენობიდანგადმოგდებული ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია. სლავა ჭიღლაძის ჯანმრთელობაზე ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ახალგაზრდას ოპერაცია თავის ტვინზე ჩაუტარდა, ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფლებაში მედიკამენტოზურ კომაში იმყოფება.
ტრეპანაცია ჩატარდა პაციენტთან, ქალას და ფუძის მოტეხილობა იყო. ეპიდურული ჰემატომა, მოხერხდა მისი ევაკუაცია სისხლის ამის შემდეგ არის მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა ფასდება მძიმედ. ანამნეზიდან, როგორც ირკვევა არის სიმაღლიდან ვარდნა", - ამბობს ექიმი.
ჭიღლაძის ახლობლები პოლიციას ადანაშაულებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ გამოკითხვის შემდეგ სამართლდამცველებმა ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი შენობიდან გადმოაგდეს.
ბურუსით მოცული საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვს არასამთავრობო სექტორი.
აუცილებელი არის ის, რომ გამოძიება ფოკუსირდეს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიციელზე და სამართალდამცავზე, არამედ მათზეც, ვინც ამ პროცესებიც თანამონაწილე იყო, უყურებდნენ შეიძლ;ება ძალადობას, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს, რომ ეს აღკვეთილიყო. ზოგადად აუცლებელია, რომ საპოლიციო ძალადობის პრვენციაზე უფრო მსხვილად დადგეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში. შსს-მაც უფრო ეფექტიანი ზომები მიიღოს შიდაუწყებრივ დონეზე, რომ ამ ფაქტებს აღარ ჰქონდეს ადგილიი სისტემაში და პარლამენტმაც უზრუნველყოს ის, რომ არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი, იმისთვის რომ მსგავსი ფაქტები იყოს გამოძიებული", - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი გურამ იმნაძე.