ზუკა ბერძენიშვილი სუსში დაიბარეს
აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი FB-პოსტის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან თავად დაწერა.
ბერძენიშვილმა გუშინ, 14 აპრილს, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აქტივისტი წერს, რომ მთავრობის „გადატრიალებაზე“ ფიქრობს.
საქართველოს მთავრობავ, მე, ზურაბ ბერძენიშვილი, დაბადებული ქალაქ ბათუმში, 1991 წლის 3 ივლისს, გეუბნებით ღიად და საჯაროდ, რომ დღედაღამე ვფიქრობ იმაზე, როგორ გ ა დ ა გ ა ტ რ ი ა ლ ო თ , გაგაჯმევინოთ და თქვენი ბუნდღა ვეღარ ვნახო მეორედ არა მხოლოდ ძალაუფლების წყაროსთან, არამედ, საერთოდ, ამ ქვეყნის საჯარო სივრცის ვერც ერთ კუთხე-კუნჭულში[…]
მეტსაც გეტყვით, არამხოლოდ ვფიქრობ, ამაზე ველაპარაკები ყველას და აგერ საჯაროდაც მ ო ვ უ წ ო დ ე ბ ყველა მკითხველს, რომ მათაც მთელი დრო და ენერგია იმის მოფიქრებას დაუთმონ, თქვენ როგორ გ ა დ ა გ ა გ დ ო თ დაკავებული პოზიციებიდან და გაგებინოთ პასუხი ყველა საშინელებაზე, რაც ამ ქვეყანაში დაგიტრიალებიათ“, – დაწერა ბერძენიშვილმა.