საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სწრაფად ელოდება - კელი დეგნანი

12.04.21 13:46
საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სწრაფად ელოდება - კელი დეგნანი

საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სწრაფად ელოდება - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება დროულად შეძლონ. 

ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას, ეს მოთხოვნა აქვს საქართველოს მოსახლეობას, მოსახლეობა ელოდება, რომ სწრაფად გადაიჭრას კრიზისი და პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა. ეს არის კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ამ გამოწვევებზე უნდა იმუშაოს მთავრობამ და პარლამენტმა სრული შემადგენლობით საქართველოს საუკეთესო ინტერესების დასაცავად. მჯერა, რომ მხარეები  შეძლებენ შეთანხმების მიღწევას," - განაცხადა კელი დეგნანმა. 

 

მსგავსი სიახლეები