დევნა Facebook პოსტების გამო - სუს-ში ზუკა ბერძენიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
1 საათზე მეტია სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სუსში გამოკითხვაზე იმყოფება. ლილუაშვილის უწყების თანამშრომლები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაინტერესდნენ, სადაც აქტივისტი წერს, რომ მთავრობის „გადატრიალებაზე“ ფიქრობს. ზუკა ბერძენიშვილი ვრცელ პოსტში იმ მიზეზების შესახებაც საუბრობს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.
ცდილობენ, რომ რაღაც შიშში გვამყოფონ და ვინ რა სიტყვას იტყვის გადატრიალება თუ გადმოტრიალება ეს უკვე იმდენად დამცინავია ქვეყანაში, სადაც 2 არჩევნებით გადავირჩიეთ ეს ხელისუფლება და მაინც არსად მიდიან და ნებისმიერ პროტესტს ნავთს ასხამენ. მართლა მე ბევრად მეტი კითხვა მაქვს მათთან საერთოდ რას აპირებენ, თუ აქვთ იმის ილუზია, რომ დღეს აქ ჩვენ ვისაუბრებთ. მინდა ეს ილუზიციაც გავუქარწყლო და მე ვაჩვენო მათ რა ელით", - თქვა ზუკა ბერძენიშვილმა.