პოლიციის ეკიპაჟი მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ხელ-ფეხშეკრული შენობიდან გადმოაგდეს - ახალი დეტალები საჩხერიდან

16.04.22 13:26
პოლიციის ეკიპაჟი მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ხელ-ფეხშეკრული შენობიდან გადმოაგდეს - ახალი დეტალები საჩხერიდან

საჩხერის პოლიციის შენობაში  ახალგაზრდა მამაკაცის, სლავა ჭიღლაძის  ცემის შესახებ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. თვითმხილველები ყვებიან, რომ 44  ახალგაზრდას პოლიციის მანქანა დაეჯახა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა მამაკაცი ძალის გამოყენებით წაიყვანეს, რის შემდეგაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ მამაკაცი პოლიციის შენობიდან სიმაღლიდან გადმოაგდეს.

როცა ის წამოვიდა პოლიციის მანქანა გაკრაო, წაიყვანეს, ნაცემი არ იყო. წაიყვანეს პატრულშიო და გადმოხტაო ხელებშეკრული", - ამბობს თვითმხილველი.

კამერის ჩანაწერები სამართალდამცავებს ამ დრომდე არ ამოუღიათ.

საჩხერის პოლიციის შენობიდან გადმოგდებული ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია. სლავა ჭიღლაძის ჯანმრთელობაზე ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ახალგაზრდას ოპერაცია თავის ტვინზე ჩაუტარდა, ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფლებაში  მედიკამენტოზურ კომაში იმყოფება. ექიმები ადასტურებენ, რომ პაციენტს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად აქვს მიღებული.

 

მსგავსი სიახლეები