ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, არავის მივცემთ უფლებას, პროვოკაცია მოაწყოს - ღარიბაშვილი
"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.
არაკეთილისმოსურნე, მტრულად განწყობილი და პროვოკატორი შეიძლება იყოს ბევრი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ, ჩვენ დავიცავთ სტაბილურობას და მშვიდობას. ამის თაობაზე სუს-ს აქვს კონკრეტული ინფორმაციები და რა თქმა უნდა როცა ჩათვლიან საჭიროდ გამჟღავნებას ემრე გეცნობებათ", - თქვა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმის“ მუხლით გამოძიება დაიწყო.
ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აქვს „უტყუარი ინფორმაცია“, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.