ომის პარტიას მინდა ვუთხრა, მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება - ღარიბაშვილი

16.04.22 14:38
ომის პარტიას მინდა ვუთხრა, მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ოპოზიციის გამგზავრებაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და განაცხადა, რომ მას არ აინტერესევს "ვინ სად წავიდა. ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" პასუხისმგებლიანი მთავრობაა და ქვეყანაში მეორე ფრონტი არ იქნება. 

ეს არ არის საინტერესო, აბსოლუტურად არ არის საინტერესო. მე ჩვენს ხალხს ვესაუბრები განვითარებაზე, მშვიდობასა და იმ პრობლემბზე, რომელიც გვაქვს, არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს და აცხადებს. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. მე ჩვენ ხალხს უნდა ვესაუბრო იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. „ომის პარტიას“ და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომმა 90-იან წლებში, მათ შორის სამოქალაქო ომმა, ეს აღარ განმეორდება, მეგობრებო. ჩვენი მთავრობა პასუხისმგებლიანია. მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, თქვენს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ომის პარტია, მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს, ვინ სად წავა არ არის ჩემთვის საინტერესო", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები