ხმაური "ოცნების" ოფისთან - ოპოზიციის წინააღმდეგ "ოცნებამ" პარტაქტივი გამოიყენა
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ხმაური იყო. "მიშას სექტორის" წევრებმა აქციის გამართვა სცადეს, თუმცა მათ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები დაუპირისპირდნენ და ხელი შეუშალეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა.