რადას ცნობით, პაპუაშვილმა სტეფანჩუკს უთხრა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება

16.04.22 20:07
რადას ცნობით, პაპუაშვილმა სტეფანჩუკს უთხრა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება

შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკთან ერთად კიევის ქალაქებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება - ინფორმაციას უკრაინის ვერხოვნა რადა ავრცელებს.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კიევის რეგიონში რუსული აგრესიის შედეგად განადგურებულ ქალაქებს ესტუმრა.

პაპუაშვილის განცხადებით,  საქართველოს პოზიცია ნათელია და ის უკრაინის მხარეს დგას და "საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება“. 

ჩვენ კარგად გვესმის რომ ერთ მხარეს უკრაინასთანაა ევროკავშირი, ისევე როგორც მთელი სამყარო. ჩვენთვის ძალიან მკაფიოა სად ვდგავართ 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგივე სიტუაცია გვქონდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა რადას ინფორმაციით. მათივე თქმით,  საქართველოს პარლამენტმა უკრაინა დაარწმუნა, რომ დღევანდელი პირადი შეხვედრით „ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა“.

მსგავსი სიახლეები