"დააწესეთ სანქციები" - სტეფანჩუკის შემდეგ "ოცნებას" მოთხოვნებს ოპოზიციაც უყენებს

17.04.22 12:05
"დააწესეთ სანქციები" - სტეფანჩუკის შემდეგ "ოცნებას" მოთხოვნებს ოპოზიციაც უყენებს

რუსლან სტეფანჩუკის საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს, უკრაინის პარლამენტის თვამჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველ კოლეგებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შეერთებისკენ მოუწოდა.

ქართული ოპოზიცია ფიქრობს, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე სტეფანჩუკმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გვიან არასდროს არ არის და საქართველო საერთაშორისო სანქციებს უნდა შეუერთდეს. 

ოპოზიციამ განმარტებები ასევე მოითხოვა პრემიერ-მინისტრის პროვოკაციულ და სახიფათო განმატრებებთან დაკავშრებითაც.

მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ არასასიამოვნო საუბრების მოსმენაც მოუწია შალვა პაპუაშვილს. რაც შეეხება ქმედით ნაბიჯებს მას შემდეგ რაც ის დაბრუნდება, მე იმედი მაქვს, რომ რღაცას მაინც გააკეთებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მას გააბედინონ ამის გაკეთება. გაკეთდება ისე, როგორც გადაწყვეტს ბიძნა ივანიშილი, რომელიც მიიღებს ინსტრუქციას რუსეთისგან. თუ გაბედა "ქართული ოცნების" რომელიღაც ფრთამ, რომელიც ასე თუ ისე ჯერ კიდევ ხედავს, რომ ძალიან სრიოზულ კრიზისში შევიდა ეს პარტია და რაღაც ნაბიჯს მაინც გადადგამს, მე ვფიქრობ, რომ არც ახლა იქნება გვიან, რომ სანქციებს შეურთდნენ, - ამბობს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი. 

მსგავსი სიახლეები