პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1 000-ბინიან პოლიციის ქალაქს - ღარიბაშვილი
"ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება:
უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნული ბაზას გადავიტანთ სხვა ადგილზე და ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს. პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ას დოლარს გადაიხდიან, ეკვივალენტი ლარებში ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს დამატებით მოტივაციის მიმცემი ჩვენი პოლიციელებისთვის"- თქვა ღარიბაშვილმა.