პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში - პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილს ნაბიჯს ელოდება

18.04.22 13:49
პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში - პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილს ნაბიჯს ელოდება

დაადებს თუ არა პრეზდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტოს - ხელისუფლება და ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ნაბიჯს ელოდება. 

პარლამენტში მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე გადაეგზავნა, თუმცა ზურაბიშვილი ჯერ-ჯერობით დოკუმენტს ხელს არ აწერს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანონი სამართლებრივად სრულყოფილია და არ ელოდებიან, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.

ეს მისი უფლებამოსილებაა. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ საპარლამენტო განხილვამ გვაჩვენა, რომ სამართლებრივი არგუმენტი ამ ცვლილებების წინააღმდეგ არ არსებობს და ჩვენ რასაც ვისმენდით, ეს არის პოლიტიკური არგუმენტები. - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები