სანქციებზე არმიერთებით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს კოჭს უგორებს- რომან გოცირიძე

18.04.22 15:36
სანქციებზე არმიერთებით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს კოჭს უგორებს- რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდდება. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთს კოჭს უგორებს: 

სანქციებზე არმიერთება, პირდაპირ ვამბობ, არის კოჭის გაგორება რუსეთისთვის. საქართველო არაფერს ისეთს არ აწარმოებს, რასაც შეეძლო, ან სანქციებით ქვეყანა დაეზარალებინა. მაგრამ პოლიტიკური ნაწილი იყო ხელისუფლებისთვის მთავარი, რომ რუსებისთვის ეთქვა, ჩვენ არ ვართ სოლიდარული უკრაინის მიმართ და საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული ომის პოლიგონი.

ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც არ არის აკრძალული ტოტალიტარული ტელევიზიები, აგერ ფაქტიურად რუსეთის ტელევიზიის ფილიალი, დანაშაულებრივი ორგანიზაცია ,,ალტ ინფო", რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლება. - ამბობს რომან გოცირიძე.

,,ქართული ოცნება" უკრაინის ხელისუფლების თხოვნას არ ასრულებს. კიევიდან დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარე რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს ბერკეტი, ოკუპანტ რუსეთს სანქციები მარტომ დაუწესოს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები