"ვერ ვიქნებით გამონაკლისი" - მთავრობა პურის ფასის ზრდაზე საუბრობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, პურის ფასი გაიზრდება - ოთარ დანელიას თქმით, მოსალოდნელია, რომ ფასი გაიზარდოს იმ პროდუქტებზე, რომლის იმპორტიც საქართველოს სჭირდება.
ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც ხდება მსოფლიოში. კვლევებით, მარტის თვეში დაახლოებით, 13 %-ზე მეტით არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში.
ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და კარგად არის ცნობილი, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ვერ ვიქნებით მოწყვეტილი", - განაცხადა მინისტრმა.