ვადამდელი არჩევნები - სააკაშვილმა პოლიკური კონსულტაციები დაიწყო
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოთხშაბათს, მორიგ სასამართლო პროცესზე, იტყვის.
დღეიდან პატიმარმა პრეზიდენტმა პოლიკური კონსულტაციები რუსთავის ციხეში დაიწყო.
"სააკაშვილის გეგმის შესრულებას ვიწყებთ და ვიწყებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი, როემელიც დღეს მესამე პრეზიდენტს ციხეში შეხვდა.
ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული ზეიმი, დღესასწაული, სადაც "ქართულ ოცნებას" გავაცილებთ ხელისუფლებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილი ბუნებრივია, პარტიაში ცვლის პოზიციებს და ან მე ან ჩემი თანაგუნდელები ყოველდღიურად ვართ წარმოდგენილები მასთან.
ეს ყველაფერი იქნება შეთანხმებული, ერთმანეთთან შეჯერებული და უფრო მეტიც - მნიშვნელოვანია, რომ ეს წრე გაიზარდოს და არამხოლოდ პარტიაში მოხდეს შეჯერება, არამედ საზოგადოებასთან, სხვადასხვა პარტიებთან"- აცხადებს ხებეიშვილი.
მისი თქმით, ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობებს უჩენს.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შემთხვევაში, თითოული ჩვენგანის ჩართულობის შემთხვევაში, ცხადია რუსული პარტიის დასრულებას, მობილიზების გარდა არაფერი სჭირდება"- აღნიშნა დეპუტატმა.