არც ერთი დაკავებული რუსი ჯაშუში და გამოვლენილი რუსი აგენტი - სუს-მა პარლამენტს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა

18.04.22 17:43
არც ერთი დაკავებული რუსი ჯაშუში და გამოვლენილი რუსი აგენტი - სუს-მა პარლამენტს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა

არც ერთი დაკავებული რუსი ჯაშუში და გამოვლენილი რუსი აგენტი. სუს-მა დღეს პარლამენტს 2021 წელის ანგარიში წარუდგინა. უწყების მტკიცებით, მოსკოვს საქართველოში აგენტურული ქსელი არ ჰყავს და არც არაფერია გამოსავლენი.

სუს-ის ანგარიშში ერთი თავი ხელისუფლების დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. უწყება ამტკიცებს, რომ გეგმა რეალური იყო და მთავრობა ძალისმიერი გზით უნდა შეეცვალათ, თუმცა მტკიცებულებებზე დოკუმენტში არაფერი წერია. 

2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია"-  წერს ლილუაშვილის უწყება. 

სუს-ის მტკიცებით, "აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებ-გვერდები, ინტერნეტ-ტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას". 

მსგავსი სიახლეები