წულუკიანის რეპრესიები გრძელდება - ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს

19.04.22 11:42
წულუკიანის რეპრესიები გრძელდება - ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ეროვნულ მუზეუმში საკადრო წმენდას და პოლიტიკურ რეპრესიებს  აგრძელებს. მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, ქეთი მაქარაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.

მაქარაშვილი განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების  გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მისი ოჯახის წევრების სამოქალაქო აქტიურობის გამო მოხდა. ქეთი მაქარაშვილი სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის დაა.

გიგა მაქარაშვილის დის სამსახურიდან გათავისუფლებას, სწორედ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და ამბობს, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდება.

ჩემი დაც მოხვდა ამ რეპრესიებში, ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს ისე, რომ ჯერ ბრძანებაც არ მისვლია. არც წინასწარ გაუფრთხილებიათ. მუშაობდა მედიასთან ურთიერთობის სამსახურში, არასოდეს შენიშვნა არ მიუღია, მუშაობდა მიზერულ ხელფასზე, როგორც სხვები.

ცუდი გვარი აღმოაჩნდა, არავითარი მიზეზი არ უთქვამთ, უთხრეს, რომ აღარ მუშაობ. ველოდებიოთ საბუთს და ჩვენი იურისტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აღარ დაიჩაგრონ ჯალათი თეა წულუკიანის მიერ", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები