საქართველოს სამოქალაქო ავიაციის კავშირები ტერორისტულ ორგანიზაციასთან - სკანდალური ბრალდება
სამოქალაქო ავიციიის სააგენტო ტერორისტულ ორგანიზციასთან კავშირშია ბრალდებული - სკანდალურ კვლევას "ანტიკორუფციული მოძრაობა" ასაჯაროვებს.
ორგანიზაციის წევრები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლასთან" თანამშროლობაში ადანაშაულებენ. ამ კავშირის უკან კი "აირზენას" დირექტორის, თამაზ გაიაშვილის, შესაძლო ინტერესებს ხედავენ. გაიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრია.
თამაზ გაიაშვილმა მისი კომპანიის დირექტორი პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილის კლანის დახმარებით დანიშნა სამოქალაქო ავიაციის დირექტორის პირველ მოადგილედ.
გივი დავითაშვილი არის მმართველი ავიაციის სააგენტოსი, ის უშლის ხელს ყველა ავიაკომპანიას ნებართვების აღებაში", - ამბობენ ანტიკორუფციულ მოძრაობაში.
,,ჰეზბოლასთან" კავშირის გარდა მოძრაობის წევრები ამ უწყებაში არსებულ კორუფციის ფაქტებზეც საუბრობენ და სუს-ს გამოძიების დაწყებას თხოვენ.
აღმაშფოთებელი და სკანდალურია, რომ ავიაციის სააგენტო დასაშვებად მიიჩნევს დოკუმენტაციას და შესაბამისად თანამშრომლობს ისეთ კომპანიასთან, რომელიც არის ირანული კომპანია, რომელიც ღიად აფინანსებს ტერორიზმს და დასავლეთის მიერ არის სანქცირებული და აშშ-ს მიერ არის შეტანილი სანქციების სიაში, იმის გამო რომ არის ტერორიზმის სპონსორი.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებული უწყებები დგას არა დასავლეთის და ცივილიზაციის, არამედ ტერორიზმისა და კრემლის მხარეს", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.