მკვლელობა წყნეთში - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია
"ტვ პირველმა" წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - დაკავებულია კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ერიკა წურწუმია, მას 30 წლის ახალგაზრდის გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავებიან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, ერიკა წურწუმიამ ახლგაზრდა კაცი სამსახურეობრივი იარაღით ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო შენახვის ფაქტზე - დაგეგმილი დაკავების ოპერაციის დროს შემთხვევით მოკლა.
"ტვ პირველმა" მკვლელობის უშუალო თვითმხილველი ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ გასროლას შეკამათება უძღოდა.
თვითმხილველი ამბობს, რომ გუდიაშვილის ქუჩაზე მხოლოდ ერთი პოლიციელი და ამჟამად მოკლული პირი იმყოფებოდნენ. მისი მონათხრობის მიხედვით, დაინახა, როგორ ეძებდა ახალგაზრდა კაცი "რაღაც ნივთს". მისივე თქმით, მხარეებს შორის შეკამათების შემდეგ მალევე გაიგო გასროლის ხმა.
ირკვევა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დამატებითი ბრიგადა თავად პოლიციელმა, ერიკ წურწუმიამ, გამოიძახა.
ახალგაზრდა კაცი იყო, პოლიციელი ასე უცებ თავს როგორ "დაეცა", აზრზე არ ვარ... წაკინკლავდნენ, რის შემდეგაც იქ დაწვა... იმან ხელი აუქნია, ამას, პოლიციელს ძალადობა მაინც და მაინც არ გაუწევია ამ პოლიციას. მიცვალებულსაც არ მიუყენებია არანაირი შეურაცხყოფა. ვერ დავინახე, ეს იყო დამიზნებით სროლა, თუ გაუვარდა. გულთან ახლოს იყო დაჭრილი"- აცხადებს თვითმხილველი. (სტილი დაცულია)
შემთხვევა გუშინ მოხდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დეტექტივს დაკავების ღონისძიებისას შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან.