ამორალური კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები არავისთვის საინტერესო არ არის - ალუდა ღუდუშაური
"ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. მმართველი პარტიის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის, მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის და ის პოლიტიკურ კრახს მიუახლოვდა.
ამორალური კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები არავისთვის საინტერესო არ არის, რისი თავი აქვს და რისი ერთი ადგილი აქვთ, ამათ კარგად ვხედავ. როგორ ტირის და იხვეწება, რომ როგორმე ეხლა ახალი ვერსიები შესთავაზოს საზოგადოებას, რომ თურმე აქ ვერ უმკურნალებენ.
არავისთვის არც საინტერესო არის არც პოლიტიკური ამბის შემქნელი არ არის სააკაშვილი, თავის პარტიაში ვერ მიუხედია. რაც უფრო ასეთ რიტორიკას გამოიყენებს სააკაშვილი, მით უფრო მიუახლოვდება იმ კრახს, რომელიც მთლიანად ემუქრება "ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.