ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა - ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ცხელ გაზაფხულს აანონსებენ
სამოქალაქო აქტივისტები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ვადამდელი რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებენ. სამოქალაქო აქტივისტები ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს აანონსებენ.
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენთვის ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას აქვს დაკარგული ამიტომაც რა თქნა უნდა, ყველა კომბინაციაში, სადაც იქნება სამოქალაქო პოლიტიკური ერთობა ამ ხელისუფლების დასასრულებლად და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად ჩვენ მივიღებთ კვლავინდებურად მონაწილეობას, ჩვენი პროტესტი არ გაჩერებულა უბრალოდ არის ცხელი ფაზები და ცივი ფაზები, თუმცა მოვიდა დრო როცა მოხდეს პოლიტიკური, სამოქალაქო კონსოლიდაცია", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მიზნამდე მისაღწევად მხოლოდ ქუჩის პროტესტს არ გამოიყენებენ.
არ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ აქციებს, ეს შეიძლება იყოს რეგიონალური შეხვედრები, შეიძლება იყოს ქალაქში შეხვედრები, კოორდინაცია რაც შეიძლება დიდი", - ამბობს ნიკა ფარულავა.
სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხვალ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ელოდებიან, სადაც მესამე პრეზიდენტი სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს საზოგადოებას.