პერფორმანსებს სუს-ი დესტაბილიზაციის მცდელეობად აფასებს - ლილუაშვილისთვის პიანინოს დადგმა ქვეყნის უსაფრთხობისთვის საშიშია
პერფორმანსებს სუს-ი დესტაბილიზაციის მცდელეობად აფასებს - ლილუაშვილის უწყებაში თვლიან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის წინ პიანინოს დადგმა ქვეყნის უსაფრთხობისთვის საშიშია.
ლილუაშვილის უწყება ეროვნულ საფრთხედ სუს-ის შენობასთან გამართულ აქციებს აღიქვამს.
ანგარიშში მოხვდა სუსი-დან გამოჟონილი ფაილებიც. უწყება არაფერს ამბობს იმაზე, რატომ უსმენდა ფარულად და უკანონოდ ათასობით მღვდელს, მონაზონს და ჟურნალისტს, თუმცა წერს, რომ ფაილების გასაჯაროება მედიის მხრიდან დესტრუქციული ქმედება იყო.
არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. არის საკითხები, რომელთა პოლიტიზირებაც შესაძლოა, იყოს ზიანის მომტანი სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის. ამიტომაც ასეთი სენსიტიური საკითხების პოლიტიზირების დროს მეტი სიფრთხილე გვმართებს პოლიტიკურ ჯგუფებს - განაცხადა სუს-ის ანგარიშის შეფასებისას ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.