კრიზისი არ არის, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია - ლევან იოსელიანი
პარტია "მოქალაქეების" დეპუტატი, ლევან იოსელიანი ქვეყანაში ვადამდელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. იოსელიანი ოპოზიციას იმ დაპირების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ეს მოთხოვნა დღის წესრიგში დადგა. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ცრუ დაპირებებს გასცემს.
არც კრიზისია არაფერი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ზოგადად ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მემგონი ეხლა აზრს მოკლებულია. არ ვარ მომხრე, რომ ასეთი დაპირებები გასცეს ოპოზიციამ, რომელსაც ვერ შეასრულებს. ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე ჩემი აზრით, არ იქნება", - ამბობს ლევან იოსელიანი.
სამოქალაქო აქტივისტები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ვადამდელი რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებენ. სამოქალაქო აქტივისტები ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს აანონსებენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ელოდებიან, სადაც მესამე პრეზიდენტი სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს საზოგადოებას.