"სტრატეგია აღმაშენებელის" მიმართვა "ოცნებას"- პარტია ამკრძალავი ნორმების პაკეტის შექმნას ითხოვს
"სტრატეგია აღმაშენებელის" მიმართვა "ქართულ ოცნებას"- პარტია ამკრძალავი ნორმების პაკეტის შექმნას ითხოვს, რომლითაც, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, მოხდება მესაზღვრეების ინფორმირება, რა პროდუქცია არ უნდა გატარდეს რუსეთში და როგორი უნდა იყოს ქართული მხარის რეაგირება სანქცირებულ ტვირთზე.
მივმართავ ქვეყნის პრემიერ მინისტრს, რომ იმისთვის, საკითხი დაიხუროს, აუცილებელია, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით შეიქმნას შესაბამისი ამკრძალავი ნორმების პაკეტი, კანონი თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც გაწერილი იქნება, როგორ ვკრძალავთ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტს.
პაკეტი თავისი ინსტრუქციებით თუ არ გაკეთდა, სხვა შემთხვევაში ყველა საუბარი არის ჰაერი. ვერვინ ვერ მეტყვის ახლა, რაიმერ ტრანზიტი თუ არის აკრძალულუ საქართველოს გავლით რუსეთის მიმართებაში - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.