,,ლელოს" წევრები შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ

19.04.22 16:11
,,ლელოს" წევრები შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ

პარტია ,,ლელოს" წევრები  რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან. დეპუტატები  ამჯერად ქარელის სოფლებში ჩავიდნენ.

ოპოზიციური პარტიის წევრები რუისისა და ურბნისის მოსახლეობას შეხვდნენ,  სადაც წლებია, ადგილობრივებს წყალმომარაგების პრობლემა აწუხებთ.

ქარელის ბიუჯეტი არის 21 მილიონი და რუისსა და ურბნისში 21-ე საუკუნეში არ არის წყალმომარაგება, არ არის საკანალიზაციო სისტემა, მოსახლეობა არის ჭების იმედზე და უხარისხო წყლით უწევს სარგებლობა.

ეს არის წარმოუდგენელი და სამარცხვინო პრობლემა. 500-მდე ადამიანის ხელმოწერა მოვაგროვეთ იმისათვის, რომ საკრებულომ განიხილოს პეტიცია და სოფლებში, რუისსა და ურბნისში, დაიწყოს წყლის მომარაგების მოგვარება- განაცხადა ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები