ნამოხვანის პროექტი ღარიბაშვილმა და სუს-ის მიერ მართულმა აგრესიულმა ჯგუფებმა ჩაშალეს - რომან გოცირიძე
ნამოხვანის ჰესი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და მისი ჩაშლა კონკრეტულად ღარიბაშვილის, სუს-ისა და რუსეთის მიერ მართული აგრესიული ჯგუფების წყალობით მოხდა- ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, განაცხადა.
რომან გოცირიძის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, სხვას გადაბრალდეს მის მიერ დაშვებული შეცდომა.
ნამოხვანიდან ინვესტორის გასვლამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მარტო 40 მილიონის ქონება ჩავყარეთ და ასე ამბობენ, ზარალში ჩამოვწერეთ. შემდეგ სასამართლო დავებში რა მოხდება და როგორ მოუწევს ქვეყანას, ანუ ხალხს მისი გასტუმრება, ამას მომავალში ვნახავთ.
ახლა უნდათ თავის დაძვრენა და გადაბრალება სხვებზე. მაგრამ სინამდვილეში ეს პროექტი ჩაშალა ღარიბაშვილმა, ჩაშალა მთავრობამ, ჩაშალა სუს-ის მიერ მართულმა და რუსეთის მიერ მართულმა აგრესიულმა ჯგუფებმა, ,,ალტ ინფოებმა" და სხვებმა- აცხადებს რომან გოცირიძე.
ჰესების შენებლობის ჩაშლა საქართველში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა -ამის შესახებ სუს-ის 2021 წლის ანგარიშშია საუბარი. ვის გულისხმობს სპეცსამსახური რბილ ძალაში, ამას ლილუაშვილის უწყება არ აკონკრეტებს, თუმცა გამოდის, რომ საბოლოოდ ხელისუფლებამ ამ ჯგუფების ინტერესები ან ვერ, ან მიზანმიმართულად არ აღკვეთა.