ულტიმატუმები მიუღებელია - თურნავა ნამოხვანში განვითარებულ მოვლენებზე
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რიონის მცველებთან შესახვედრას მზად არის, თუმცა ულტიმატუმების ენა მიუღებელია.
ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის კვლავაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, მაგრამ არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა,იმისთვის რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა კითხვები დარჩათ მათ თუ უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი არ უნდა განხორცილდეს, ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას," - ამბობს თურნავა.
ეკონომიკის მინისტრი შსს-ს გადაწყვეტილებას, კარვების აღების შესახებ, უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. თურნავას თქმით, რიონში ახალგაზრდას გაუჩინარება, შესაძლოა სწორედ რიონის დონის მატებას უკავშირდებოდეს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა რიონში წყლის დონის სახიფათო მატება. კარვებიდან გამოსული ადამიანი რიონისკენ გაემართა და გაუჩინარდა და დღესაც მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები. მე არ გამოვრიცხავ რომ ეს უბედური შემთხვევაც წყლის მატებასთან იყო კავშირში და ამიტომ სრულიად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ სთხოვეს, რომ გადაინაცვლონ სხვაგან, - თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, ნამოხვანში ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილზე პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. პროტესტის მონაწილეები აქციას დღეს, 4 საათზე კვლავ გამართავენ.