საზღვრის კვეთის საქმე - მიხეილ სააკაშვილი სხდომას დაესწრება
თბილისს საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.
პროცესს მესამე პრეზიდენტიც დაესწრება. სავარაუდოდ, ის დარბაზიდან საზოგადოებას დღესაც მიმართავს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.