ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება
ნატოს გენერალური მდივანის თანაშემწე საქართველშია - ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება. მაღალჩინოსანს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
აპატურაი ყურადღებას უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობაზე გაამახვილებს.
სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება.