ოზურგეთში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - მერმა 35 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

20.04.22 11:38
ოზურგეთში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - მერმა 35 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

ოზურგეთში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. ირკვევა, რომ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 35 ადამიანს სამსახურიდან  სახლში წასვლის შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა ირკვევა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. გაშვებულებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნების მხარდამჭერად არ ითვლებოდნენ და არჩევნებზე თალაკვაძის კონკურენტს უჭერდნენ მხარს. რეორგანიზაციის სახელით დაწყებულ რეპრესიებში   არ მოხვდა ის ხალხი,  ვინც  წლების განმავლობაში ბევრი პარტია გამოიცვალა. 

ერთგულების გამო ვისჯები, ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს ვუჭერდი ყველა არჩევნების დროს მხარს, ბატონებო თქვენ "ქართულო ოცნებას" წარმოადგენთ და ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ მე როგორც "ქართული ოცნების" დამფუძნებელს სამსახურიდან მიშვებთ იმის გამო, რომ ჩვენი აზრები მერის არჩევნების დროს ერთმანეთს არ დაემთხვა", - ამბობს სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი. 

არაფერი კავშირი ამას რეორგანიზაციასთან არ აქვს. ეს არის იმ ადამიანების დასაქმება, რომელიც ემსახურებიან "ქართულ ოცნებას" და რომლებმაც ერთგულება დაუმტკიცეს მოქმედ მერს და ცდილობენ გაუშვან სამსახურიდან ყველა, ვინც უბრალოდ თვალში არ მოსდით. ის ვინც არ მოეწონათ ერთი ხელის მოსმით ცდილობენ, რომ სახლში გაუშვან", - ამბობენ ოპოზიციაში. 

 

მსგავსი სიახლეები