"ამნისტია ტაბუდადებული თემა არ არის" - "ოცნება" კომპრომისებზე ალაპარაკდა

12.04.21 15:51
"ამნისტია ტაბუდადებული თემა არ არის" - "ოცნება" კომპრომისებზე ალაპარაკდა

დასავლეთიდან და აშშ-დან მომდინარე საფრთხეების შემდეგ მმართველ გუნდში კომპრომისებზე ალაპარაკდნენ. „ქართულ ოცნებაში“  ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მათთვის ისევ პრინციპულ საკითხებად  რჩება, თუმცა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ამნისტია არ არის ტაბუდადებული  და წითელ ხაზზე გავლებული თემა. მასზე საუბარი შეიძლება, უბრალოდ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის ნაწილის მოლოდინები არ გამართლდა და მთელმა პლანეტა-დედამიწამ უთხრა ოპოზიციას, შედით პარლამენტში, უბრალოდ არ შეიძლება. ალოგიკურია და შეუძლებელია, შენს ამომრჩეველს ეს აუხსნა, - ამბობს სერგეენკო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  გიორგი ვოლსკი, შეთანხმების დოკუმენტის დახვეწის მომხრეა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან კომპრომისი შესაძლებელია. 

შეიძლება, ეს არსებული დოკუმენტი, რაც ჩვენ ვიცით, როგორც ევროკავშირის დოკუმენტი, გარკვეულად დაიხვეწოს, ან უფრო კონკრეტული გახდეს. ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ გვაქვს ჩვენი რაციონალური მოსაზრებები, კომპრომისის  შესაძლებლობაც, - ამბობს ვოლსკი. 
 

 "პირველებმა"  ევროკავშირის ელჩისა და "ქართული ოცნების" შეხვედრის რამდენიმე დეტალი გაარკვია. დგინდება, რომ გუშინდელ კონსულტაციებზე მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის დახმარებას და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას გადახედავს. 

მსგავსი სიახლეები