რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები - ოპოზიცია ჯეიმს აპატურაისთან შესახვედრად ემზადება

20.04.22 11:22
რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები - ოპოზიცია ჯეიმს აპატურაისთან შესახვედრად ემზადება

როგორ აფასებს "ნატო" საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს - ოპოზიცია, ნატოს გენერალური მდივანის თანაშემწის ვიზიტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის თემები, რაზეც ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს. 

ის თემა რაც არის კიბერუსაფრთხოება, ძალიან აქტუალურია, მაშინ როდესაც სამხედრო თვალსაზრისით უკრაინაში ძალიან დიდი გამოწვევები აქვს რუსეთს და შეიძლება ითქვას, ძალები არ რჩება სხვაგან ყურადღების გადასატანად, ჩემი აზრით კიბერუსაფრთხოება პოტენციურად მთავარი გამოწვევაა და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა"- თქვა სამადაშვილმა. 

 სტრატეგია აღმაშენებელის წევრი, დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საუბრის მთავარი თემა რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების განეიტრალების მეთოდები იქნება: 

მთავარი კითხვა იქნება ის რომ, ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთიდან საფრთხე  ემუქრება მათ შორის საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, რა შესაძლებლობები არსებობს, ნატოსგან მეტი დახმარების მიღებისთვის კუთხით და რა შეიძლება გაკეთდეს, იმისთვის რომ რუსული ჰიბრიდული საფრთხეები საქართველოში ნატოს მხარდაჭერით შეკავებული იყოს"- თქვა დეპურტატმა. 

ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ცნობილია, რომ მაღალჩინოსანი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება. გამოსვლის თემა იქნება ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

 

მსგავსი სიახლეები