ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს - ადვოკატი

20.04.22 11:45
ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

შოთა თუთბერიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობს. 

ის რომ მას სირთულეები აქვს როგორც გადაადგილების, ასევე მყარ სავარძელში მოთავსების თვალსაზრისით, ეს ნათელია. ხელისუფლებას ჯანმრთელობისთვის ზიანის  მიყენება აქვს მიზნად დასახული. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სააკაშვილის მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რაც შეიძლება ამას ჰქონდეს, არის ის რომ მთავრობას არ სურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყოს"- ამბობს თუთბერიძე. 

თბილისს საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები