ერთიანობა, ცვლილებები გვჭირდება - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე დაბრუნდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა - პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი, ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ უკრაინის იმედად არ უნდა იყოს.
"უკრაინა და მსოფლიო საქართველოს საუკუნოვან მტერზე იმარჯვებს, თუმცა ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ, უკრაინელების იმედად, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ცვლილებები გვჭირდება"- თქვა სააკაშვილმა.
არ უნდა დავკომპლექსდეთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს. გვეუბნებიან, რომ ვითხოვთ იმას, რაც არ გვეკუთვნის და ჩვენ გვეკუთვნის ეს ქვეყანა, თქვენ გეკუთვნით ეს ქვეყანა"- მიმართა მოსახლეობას პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა.