NATO საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ნახვას ისურვებდა - აპატურაი
"ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო",– ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში განაცხადა.
ნატოს წევრ მთავრობები ისურვებდნენ საქართველოში რეფორმების გაგრძელების ხილვას და ასევე, ნება მომეცით ვთქვა, ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს. ისურვებდნენ ნახვას, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება და ოპიზიცია ერთად და თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები პოლიტიკური გაყობის პარალელურად. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა აქ და ვფიქრობ, მოკავშირე მთავრობები ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან", - განაცხადა აპატურაიმ.