გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, უარესი მდგომარეობით დავბრუნდი - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საკუთარი ჯანმრთელობსი მდგომარეობსი შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორის ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა კიდვე უფრო დამძიმდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს გამოხატული ზოგადი სისუსტე, ძილის დარღვევა და ტკივილები კიდურებში. სააკაშვილმა თქვა, რომ ის იღებს ნეიროპათიის სამკურნალო წამლებსა და ვიტამინებს.
პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს, მაქვს ტკივილები ხელებში, ფეხებში. ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება ამის მოხსნა.
შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი ვიდრე ვიყავი. რა თქმა უნდა ეს საპატიმრო საერთოდ არ არის რამის სამკურნალოდ ეს ეს გასაგებია, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების. მადლობელი ვარ აქაური ექიმის რომელმაც გამომიყვანეს მდგომარეობიდან", - თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.